თეა წულუკიანი - ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების შედეგს დავინახავთ მომავალი წლის დასაწყისში
თეა წულუკიანი - ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების შედეგს დავინახავთ მომავალი წლის დასაწყისში

ვფიქრობ, სამთავრობო ცვლილებების შედეგს დავინახავთ უკვე მომავალი წლის დასაწყისში, –  ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე ვფიქრობ, შედეგს დავინახავთ უკვე მომავალი წლის დასაწყისში იმიტომ, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადებით ჩაირთო ძალიან ხანგრძლივი არა, მაგრამ გარკვეული დროის პროცესი. ეს საჭიროებს სამთავრობო აქტების გამოცემას, რასაც ალბათ შევძლებთ მივიღოთ, რაც შეიძლება სწრაფად მთავრობის შიგნით, შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებს, რის საფუძველზეც შედგება ახალი შემადგენლობა, იმის შესაბამისად, რაც დაასახელა პრემიერ-მინისტრმა და შემდეგ უკვე წარიმართება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი საქართველოს პარლამენტის წინაშე. ჩემი ვარაუდია, რომელი მინისტრი როგორ ჩაატარებს ახალი უფლებამოსილების ფარგლებში ოპტიმიზაციას და რესტრუქტურიზაციას, ამას ალბათ უკვე დავინახავთ იანვრის თვეში“, – აღნიშნა წულუკიანმა.