თეა წულუკიანი - ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ ეპაექრებიან, არ დაუშვებენ უმრავლესობის დაშლას
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ უმრავლესობა არ დაიშლება.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ძალიან ბევრი საქმეა და საპარლამენტო უმრავლესობას ერთმანეთთან საკამათოდ ცოტა დრო უნდა რჩებოდეს.
„ვფიქრობ, საკმაოდ საფუძვლიანი ცოდნა მაქვს, როგორც პარტიული, ასევე შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, ის ადამიანებიც კი, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ ეპაექრებიან, არ დაუშვებენ, რომ უმრავლესობა დაიშალოს. პოლემიკა რაც არსებობს, ერთი მხრივ, ჯანსაღია, მეორე მხრივ, თუ მალე დასრულდება, ჩვენთვის ყველასთვის უკეთესია. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან და ერთად ყოფნით ვართ ძლიერნი. ძალიან ბევრი საქმეა და ცოტა დრო უნდა რჩებოდეთ ერთმანეთთან საკამათოდ“, – განაცხადა წულუკიანმა.