თეა წულუკიანი - ვარ თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ხვალ გახდება ცნობილი
თეა წულუკიანი - ვარ თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში, ხვალ გახდება ცნობილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულში.

„ვარ თუ არა სიაში, ეს ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება იმას, ვინ იქნებიან სიის ძველი და ახალი სახეები, ამის შესახებ ჩემთვის არ არის ცნობილი, რადგან პოლიტსაბჭოს ფარგლებში გამართული კონსულტაციები, რომლის წევრიც მე არ გახლავართ, ამ დრომდე მიმდინარეობდა და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს. ხვალ იქნება პრეზენტაცია, იქ მხოლოდ მინისტრის რანგში ვიქნები თუ კანდიდატის რანგშიც, ამას ხვალ ვნახავთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხვალ, 10 სექტემბერს 2020 წლის საარჩევნო სიის ოცეულის პრეზენტაციას გამართავს.