თეა წულუკიანი - უჩა ნანუაშვილი არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში
უჩა ნანუაშვილი არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უჩა ნანუაშვილის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საჯარო პირების წინასწარმა განცხადებებმა ხელი შეუწყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
“ძალიან გამიჭირდება კომენტარის გაკეთება, რადგან უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას საქმიანობის. მე ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში, რომლის განცხადებებზეც კომენტარს არ გავაკეთებ”,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სახალხო დამცველმა ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა.