ეს არის თინა ბოკუჩავას ინტერპრეტაციები, მას სჭირდება, რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და ამ განცხადებებს აკეთებს, – ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას, რომელმაც განაცხადა, რომ წულუკიანი თანამდებობდან შესაძლო გადადგომის განცხადებით ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებდა.
„ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია, ეს ვიცი. ეს არის მისი ინტერპრეტაციები. მას სჭირდება, რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და აკეთებს ამ განცხადებებს. ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარი?“, – განაცხადა წულუკიანმა.