თეა წულუკიანი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდა [ვიდეო-ფოტო]
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბადრი მაისურაძემ და ბალეტის ხელმძღვანელმა, ნინო ანანიაშვილმა ოპერისა და ბალეტის მიმართულებებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრაში მონაწილე თეატრის თანამშრომლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაუზიარეს.
„დღეს მქონდა შესაძლებლობა, ვწვეოდი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, რომელსაც განხილვაში აქვს არაერთი საკითხი, დაწყებული ფინანსურიდან, ასევე – ორგანიზაციულ-სტუქტურული. მათ რაეალური ხელშეწყობა ნამდვილად სჭირდებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.