თეა წულუკიანი - თანამდებობაზე რომ აღარ ვიქნები, გიორგი გახარიასავით მეც მექნება ოხუნჯობისთვის ბევრი დრო, მაგრამ გუნდის მოღალატე არასდროს ვიქნები
თანამდებობაზე რომ აღარ ვიქნები, გიორგი გახარიასავით მეც მექნება ოხუნჯობისთვის ბევრი დრო, მაგრამ გუნდის მოღალატე არასდროს ვიქნები, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა, როგორ შეაფასებდა გიორგი გახარიას რეპლიკას, რომელმაც თქვა, რომ თეა წულუკიანი „ძალიან საყვარელია“.
„გახარიამ ჩვენ გვიღალატა. მე რომ აღარ ვიქნები თანამდებობაზე, მასავით, რა თქმა უნდა, მეც მექნება ოხუნჯობისთვის ბევრი დრო, მაგრამ არასოდეს არ ვიქნები ჩემი გუნდის მოღალატე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.