თეა წულუკიანი - შეწყალების პროცესის რეფორმირება რეალურად უნდა განხორციელდეს, აუცილებელია, პროცესს თავად პრეზიდენტი ჩაუდგეს სათავეში
შეწყალების პროცესის რეფორმირება რეალურად უნდა განხორციელდეს. ჩემი მოკრძალებული აზრით, აუცილებელია, თავად პრეზიდენტი ჩაუდგეს ამ პროცესს სათავეში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, განისაზღვროს საჭიროა თუ არა შეწყალების კომისია.
„თუ საჭირო არის, დაკომპლექტდეს საქმის მცოდნე ადამიანებით, ვგულისხმობ პროფესიულ განათლებას. ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, პედაგოგები, ბავშვის ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ნარკოლოგები იქნებიან ასევე საჭირო იმისთვის, რომ პრეზიდენტი დაზღვეული იყოს მომავალში შეცდომებისგან და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ დაზარალებულების გულის ტკენისგან“, – განაცხადა წულუკიანმა.