კარლ ჰარცელი - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაიმართოს 
კარლ ჰარცელი - ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა გაიმართოს 

დიალოგი აბსოლუტურად საჭიროა, რომ თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობის ზრდა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მთავრობასა და ოპოზიციას შორის არსებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ამჟამად დიალოგის რეჟიმშია სხვადასხვა მონაწილესთან, რომ დადგინდეს, რა დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი შეხვედრის შემდეგ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ.

ევროკავშირის წარმომადგენელმა თქვა, რომ ძალადობის შემთხვევები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

კარლ ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩატარდეს.

„ევროკავშირმა სხვებთან ერთად ბევრი გააკეთა დიალოგის ხელშეწყობისთვის. მოსაზრებების გაცვლისა და საუბრის დასრულების შემდეგ, მე ენთუზიაზმით ვიყავი განწყობილი. ჩვენ ახლა სხვადასხვა მონაწილეებთან ერთად დიალოგის რეჟიმში ვიმყოფებით, რომ დავინახოთ, თუ რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ერთად ამის შედეგად და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ. დიალოგი აბსოლუტურად საჭიროა, რომ თავიდან იქნას აცილებული დაძაბულობის ზრდა. ჩვენ უნდა ვცადოთ დაძაბულობის შემცირება. როდესაც ხდება ძალადობა, ეს ყოველთვის ცუდი ნიშანია და სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. მომდევნო დღეებში განვსაზღვრავთ, რაზე გვექნება დისკუსია. შემდეგი შეხვედრა ჯერ დაგეგმილი არ არის. ჩემთვის ნათელია, რომ შემდეგი რაუნდი შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა ჩატარდეს. უნდა განვსაზღვროთ, რა არის შესაძლებელი დღის წესრიგზე დაყრდნობით, რომ დარწმუნებული ვიყოთ შემდეგი რაუნდის სარგებლიანობაში. დიალოგის დროს აქტიურად განიხილებოდა ე.წ. გერმანული მოდელი და ძალიან სასარგებლო იყო, რომ ორივე მხარემ მოუსმინა ერთმანეთს. დიალოგის ყველა მონაწილემ უნდა გამოიტანოს დასკვნა,  რას ნიშნავს აზრების გაცვლა და რას ნიშნავს ეს ჩვენ დიალოგისთვის“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.