თეა წულუკიანი - სამწუხაროდ, ნიკა მელია ციხეში, როგორც ინსტრუმენტი, მის გარემოცვას აწყობს, რაც ჩემთვის ადამიანურად დასანანია
თეა წულუკიანი - სამწუხაროდ, ნიკა მელია ციხეში, როგორც ინსტრუმენტი, მის გარემოცვას აწყობს, რაც ჩემთვის ადამიანურად დასანანია

ვფიქრობ, ნიკანორ მელიას ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს არ მოუტანს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება პოლიციამ პროფესიონალურად და მშვიდობიანად ჩაატარა.

„ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა, როდესაც პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა დაკავების ღონისძიება. ვფიქრობ, პოლიტიკურად, თუკი ავიღებთ ერთ პოლიტიკოსს, პიროვნებას ნიკანორ მელიას, მისთვის ციხე არავითარ პოლიტიკურ ბენეფიტს, რაც არ უნდა მას ასე ეგონოს, არ მოუტანს. როდესაც მინისტრად დავინიშნე, ის მუშაობდა როგორც ადეიშვილის კადრი იუსტიციის სამინისტროში და მეტნაკლებად გვქონდა ერთმანეთის გაცნობის საშუალება. მან ალბათ იცის, რომ მე ტყუილთან არ ვმეგობრობ და მთელი გულწრფელობით ვამბობ, რომ ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა. ასევე დასანანია, რომ მას გარშემო, გარემოცვაში არ აღმოაჩნდა ადამიანები, რომლებიც სწორ რჩევას მისცემდნენ, რადგან რეალურად, მის გარემოცვას, პოლიტიკურ გარემოცვას, სამწუხაროდ, აწყობს ნიკა მელია ციხეში როგორც ინსტრუმენტი და ეს, რა თქმა უნდა, ადამიანურად ჩემთვის დასანანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.