თეა წულუკიანი - საგამოძიებო კომისიის ან შსს-ს მუშაობა წარმატებული იქნება თუ არა, ამას ვერ ვივარაუდებ, რადგან საქმე ეხება ბავშვთა შორის ჩადენილ დანაშაულს
პარლამენტში შექმინილ საგამოძიებო კომისიის ან შსს-ს მუშაობა წარმატებული იქნება თუ არა, ამას წინასწარ ვერ ვივარაუდებ, რადგან საქმე ეხება ბავშვთა შორის ჩადენილ დანაშაულს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკაინამ აღნიშნა, შსს აგრძელებს მოწმეების დაკითხვას და საქმის იმ ნაწილზე მუშაობას, რომელიც გულისხმობს სხვა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენების გამოკვლევას.
„ეს მუშაობა არასდროს შეჩერებულა, დასანანია , თუ საზოგადოებას ამის შესახებ ინფორმაცია აქამდე არ ჰქონდა. პარლამენტში შექმინილ საგამოძიებო კომისიის ან შსს-ს მუშაობა წარმატებული იქნება თუ არა, ამას წინასწარ ვერ ვივარაუდებ, რადგან საქმე ეხება ბავშვთა შორის ჩადენილ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია იმ პირობებში, როცა ერთმანეთს ურტყამდა 30-მდე არასრულწლოვანი. მოწმეების მცირე ოდენობამ ითანამშრომლა გამოძიებასთან და მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. დღემდე არნახული წნეხის პირობებში ცხოვრობდნენ მრავალი თვე, მათ შორის, მშობლები, რომლებიც ზოგჯერ ირჩევდნენ, რომ არ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან და ყველა იმ არასრულწლოვანმა მოწმემ, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, ვთვლი, რომ არნახული ვაჟკაცობა აჩვენა. სიმართლე უნდა დადგინდეს და ბავშვმა არ უნდა იცხოვროს იმ ინფორმაციით, რომელიც არავის გაუმხილა”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მინისტრმა მოუწოდა მშობლებს, რომლებსაც თავიანთ შვილებს ურჩიეს, არ ეთანამშრომლათ გამოძიებასთან, სხვა რჩევები მისცენ.
„მოვუწოდებ მშობლებს, რომლებსაც თავიანთ შვილებს ურჩიეს არ ეთანამშრომლათ, ახლა სხვა რჩევა მისცენ – ითანამშრომლონ, რადგან ამის გარეშე გამორიცხულია სიმართლის დადგენა. ნუ ვეძებთ პრობლემას იქ, სადაც არ არის. პრობლემა არის მოწმეებში და მათ მშობლებში. ეს არის ასე და ამას დრო კიდევ ერთხელ აჩვენებს”, – განაცხადა წულუკიანმა.