თეა წულუკიანი - რომელიმე ოპოზიციონერი თუ გაბედავს და პარლამენტში შემოვა, მისასალმებელი იქნება, რადგან მათ ხმა მისცა საკუთარმა ამომრჩეველმა და ეს ამომრჩეველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა
თეა წულუკიანი - რომელიმე ოპოზიციონერი თუ გაბედავს და პარლამენტში შემოვა, მისასალმებელი იქნება, რადგან მათ ხმა მისცა საკუთარმა ამომრჩეველმა და ეს ამომრჩეველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა

თუ რომელიმე ოპოზიციონერი გაბედავს და პარლამენტში შემოვა, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, არა იმიტომ, რომ ისინი მომწონს, როგორც ერთ ადამიანს, არამედ მათ ხმა საკუთარმა ამომრჩეველმა მისცა და ეს ამომრჩეველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიმდინარე მოლაპარაკებებზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს, რადგან მოლაპარაკებებში პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩართული.

„რეალურად, რისი შემოთავაზება არსებობს, რომელი შემოთავაზების გამჟღავნება შეიძლება ამ ეტაპზე, ჩვენ რა ვუპასუხეთ და ა.შ. სჯობს, თავად მომლაპარაკებლებს ჰკითხოთ. რა თქმა უნდა, თუ რომელიმე ოპოზიციონერი გაბედავს და პარლამენტში შემოვა, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება, არა იმიტომ, რომ ისინი მომწონს, როგორც ერთ ადამიანს, არამედ მათ ხმა საკუთარმა ამომრჩეველმა მისცა და ეს ამომრჩეველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა. შესაბამისად, ამ მოქალაქესა და ამომრჩეველს უფლება აქვს, რომ მისი წარმომადგენელი პარლამენტში იხილოს და როცა მე მათთვის რაღაც მიუღებელს ვიტყვი, მათი სახელით შემეწინააღმდეგოს. თუ ამას ვერ გაბედავენ, გამოვა, რომ ისინი დარჩებიან ყოფილი ხელისუფლების ტყვეობაში, რომელსაც დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია და მათი დანაყოფები „ევროპული საქართველოს“ სახით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.