თეა წულუკიანი - რაიმე ტიპის შემოთავაზება, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მედიატორები იქნებიან ესა და ეს ადამიანები, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ მიუღია
თეა წულუკიანი - რაიმე ტიპის შემოთავაზება, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მედიატორები იქნებიან ესა და ეს ადამიანები, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ მიუღია

რაიმე ტიპის შემოთავაზება, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მედიატორები იქნებიან ესა და ეს ადამიანები, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ მიუღია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „მოამბე – დღის თემის“ ეთერში სტუმრობისას შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა უცხოელი მედიატორების ჩართვა მიმდინარე პროცესებში. 

„ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მედიატორებს და მედიაციას ზოგადად დიდ პატივს ვცემთ. საერთოდ, მედიაციის შესახებ კანონიც კი, ჩვენ მივიღეთ და წინა მედიატორობამ ასევე, გახსოვთ, ბატონი არჩილ თალაკვაძე ედგა სათავეში, მეც რამდენიმე მოლაპარაკების რაინდს ვესწრებოდი, ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები, მაგრამ მედიატორებს, ვინ, ვინ და ჩვენ, ყოველთვის ყველაზე დიდ პატივს ვცემდით და ნებისმიერი მედიაცია, არ მგონია, რომ ცუდია.

მაგრამ, რაიმე ტიპის შემოთავაზება ოფიციალური, რომ აი მოდით დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და მედიატორები იქნებიან ესა და ეს ადამიანები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს არ მიუღია.

შესაბამისად, კითხვაზე არ მაქვს რაიმე პოზიცია არც პირადი და არც გუნდთან შეთანხმებული და თუკი ასეთი წინადადება იქნება, შემდეგ ალბათ განხილვაც იქნება ამ წინადადების. მთავარი ის არის, რომ ახლა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი დავების განხილვის, საჩივრების განხილვის და ალბათ ამის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ, ვიდრე რაღაც პოლიტიკურ პარალელურ პროცესზე ვისაუბრებთ. მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია, რომ ერთი მოვლენა არ შედგება ამ ქვეყანაში, ვერ იქნება რევოლუცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.