თეა წულუკიანი - ქეთევან გაბიანს სასჯელად 2 000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, დღეიდან სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა ნაცური კეთილშობილების დამკვიდრებისთვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი
საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ქეთევან გაბიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
წულუკიანის თქმით, დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა.
„ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.
მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისთვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი. ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!
მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!“ – წერს თეა წულუკიანი.