თეა წულუკიანი - პარტია თუ გადაწყვეტს, რომ უნდა ვიყო სიაში, უკვე კანდიდატის ამპლუაში ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას
პარტია თუ გადაწყვეტს, რომ უნდა ვიყო სიაში, უკვე კანდიდატის ამპლუაში ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მომდევნო კვირებში უნდა გახდეს ცნობილი.
„დღეს დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. მინდა „ქართული ოცნების“ პარტიულ აქტივს, თითოეულ წევრს რაიონებში, დედაქალაქში, მოვუწოდო მაქსიმალური მობილიზებისკენ. წინასწარ ვუთხრა მადლობა იმ ტიტანური შრომისთვის, რომლის გაწევაც მათ მორიგ ჯერზე ჩვენთან ერთად მოუწევთ და რა თქმა უნდა, მათ გვერდით ვიქნები ამ წინასაარჩევნო კამპანიაში, მინისტრის პოზიცია კანონით მაძლევს ამის საშუალებას. ხოლო თუ პარტია გადაწყვეტს და ამის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მომდევნო კვირებში უნდა გახდეს ცნობილი რომ მე უნდა ვიყო საარჩევნო სიაში, რა თქმა უნდა უკვე კანდიდატის ამპლუაში ვაწარმოებ ამ კამპანიას“, – განაცხადა წულუკიანმა.