თეა წულუკიანი - პარლამენტში არანაირ თანამდებობას არ მოველი, ვიმუშავებ ერთ-ერთ კომიტეტში
თეა წულუკიანი - პარლამენტში არანაირ თანამდებობას არ მოველი, ვიმუშავებ ერთ-ერთ კომიტეტში

„მოიაზრება, რომ მე პარლამენტში ვიქნები. დღეს ეს ასეა გადაწყვეტილი. არანაირ თანამდებობას ჩემთვის პარლამენტში არ მოველი. ერთ-ერთ კომიტეტში ვიმუშავებ და აქტიურად ვიქნები ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. რაც შეეხება მომავალ იუსტიცის მინისტრს, როგორც ვიცი, კონსულტაციები უნდა მიმდინარეობდეს.

ამასთან, თეა წულუკიანი, გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის კითხვაზე, ხომ არ დაკმაყოფილდა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომ იუსტიციის მინისტრი წულუკიანი არ ყოფილიყო, აცხადებს, რომ თანამდებობიდან წასვლა თავისივე სურვილი იყო.

„ვერ დაკმაყოფილდა მათ სამწუხაროდ. რვა წელი ამისთვის იღწვოდნენ. რვა წლის თავზე ეს ჩემი სურვილით მოხდა. მათ მიზანს ვერ მაიღწიეს. უნდოდათ ამ სისტემაში დესტაბილიზაცია, ეს არის ის სისტემა, რომელიც თუ არის დესტაბილიზირებული, სერიოზული პრობლემები შეიძლება მთავრობას შეექმნას და მმართველ გუნდს. ამიტომ, მომავალ მინისტრს ექნება ჩემი ძალიან დიდი მხარდაჭერა და ხელშეწყობა, რომ იუსტიციის სისტემა იყოს მდგრადი, სტაბილური და პარლამენტის მხრიდან ამ სისტემას ჰქონდეს დიდი მხარდაჭერა და ზრუნვა“, – განაცხადა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.