თეა წულუკიანი - ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საარჩევნო უწყებათაშორის კომისიაში არ შემოსულა არც ერთი სერიოზული განცხადება, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემაშფოთებელ შემთხვევებს უკავშირდება
ორთვიანი მუშაობის განმავლობაში საარჩევნო უწყებათაშორის კომისიაში არ შემოსულა არც ერთი სერიოზული განცხადება, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რაიმე შემაშფოთებელ შემთხვევებს უკავშირდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
„დიდი ხანია, უწყებათაშორისი კომისია ამოქმედდა და მას წელს აღარ ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი, მას ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე და ის ატარებს სხდომებს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღემდე, პირველ სექტემბრამდე ორი თვეა, რაც ეს კომისია მუშაობს და არ შემოსულა არც ერთი სერიოზული განცხადება კომისიაში, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რაიმე შემაშფოთებელ შემთხვევებს უკავშირდება, თუმცა ყველა ინფორმაცია, მათ შორის არაპირდაპირიც თუ ზედაპირულიც, იხილება კომისიის მიერ და მიღებულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციებიც“, – განაცხადა წულუკიანმა.