თეა წულუკიანი - ოპოზიციას მოუწევს, დათანხმდეს ან გამოიგლოვოს თავისი პროპორციული სისტემა
პროპორციული სისტემა ჩავარდა, რეალობა არის ის, რაც დღეს წერია კონსტიტუციაში, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ უფრო მეტად პროპორციული გავხადოთ სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემაზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ან შედეგით დასრულდება მოლაპარაკებები და ოპოზიციას ჩვენს შეთავაზებაზე წამოვა ან არ წამოვა და ბოლომდე იქნებიან მოქმედი მოდელის ფარგლებში, მათ მოუწევთ, ერთი ცნობილი ფილმის არ იყოს, გამოიგლოვონ ეს თავიანთი პროპორციული, უბარიერო სისტემა და ამ მოდელის ფარგლებში დაიწყონ არჩევნებისთვის მზადება“, – განაცხადა მან PosTV-ის ეთერში.