თეა წულუკიანი - ნაზი ჯანეზაშვილმა იმდენი ისაუბრა გამჭვირვალობაზე, როდესაც პროცესი თავად შეეხო, უარი თქვა, ეს არის არაკომპეტენტურობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი
თეა წულუკიანი - ნაზი ჯანეზაშვილმა იმდენი ისაუბრა გამჭვირვალობაზე, როდესაც პროცესი თავად შეეხო, უარი თქვა, ეს არის არაკომპეტენტურობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი

სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველმა გუნდმა პარლამენტში უპრეცედენტოდ ღია მოდელი შემოგვთავაზა, რომლის ანალოგიც არ ვიცი სადმე, თუ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ეს არის გამჭირვალე პროცესი, სადაც ზოგიერთ კანდიდატს უწევს კომპლექსურ და მძიმე კითხვებზე პასუხი.

„ზოგს კი არ მოსწონს ასეთი გამჭირვალობა და ეშინია, კიდევ საკუთარი არაპროფესიონალიზმის გამოვლენა, ვგულისხმობ ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილს, რომელმაც იმდენი ისაუბრა ბოლო წლებში გამჭვირვალობაზე, რომ უკვე გამჭვირვალობაზე, როდესაც მას შეეხო საქმე, უარი თქვა. ეს არის არაკომპეტენტურობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი, თუ როგორ ქადაგებენ ერთს და ემხრობიან მეორეს, მთავარია, მათ ნუ შეეხებათ გამჭირვალობა და მოთხოვნები. ისინი გამჭვირვალობას სთხოვენ სხვას, გარდა, იმ შემთხვევისა, როცა ეს მათ უნდა შეეხოს.

ვფიქრობ, მიუხედავად მწვავე დებატებისა, რაც ამ შერჩევის პროცესმა გამოიწვია, ეს არის დემოკრატიული და ჯანსაღი პროცესი. არც ერთს მხარს არ ვუჭერ, არ მყავს რჩეული კანდიდატი. ვერ მეყოლება რჩეული კანდიდატი, ვინაიდან მმართველმა გუნდმა პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლებოდა, ამიტომაც ყველა ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში არის მიწვეული გასაუბრებაზე, არის თანასწორ კენჭისყრის პროცედურის წინაშე. უმნიშვნელოვანესია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები მხარს რომელიმე გვარს და სახელს კი არ ვუჭერთ, არამედ გამჭირვალე პროცესის შედეგად რომ შეირჩეს ის, ვინც დააგროვებს მეტ ხმას“, – განაცხადა წულუკიანმა.