პოლიციელს შემაკავებელი ორდერის მსხვერპლის ნების სააწინააღმდეგოდ გამოცემის ვალდებულება ექნება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ ორი მთავარი ცვლილება გაიზიარა, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება.
პოლიციელს შემაკავებელი ორდერის მსხვერპლის ნების სააწინააღმდეგოდ გამოცემის ვალდებულება ექნება.
„პირველი არის ის, რომ ძალადობრივ დანაშაულებზე პოლიციელს აღარ ექნება უფლებამოსილება, რომ მსხვერპლის ნების მიხედვით გამოსცეს ან არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რადგან ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არის ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ითხოვს შემაკავებელი ორდერის გამოცემას და შემდეგ იცვლის აზრს და ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი აღარ სჭირდება. შესაბამისად, პოლიციელს ძალადობრივ დანაშაულებზე და შემთხვევებზე ექნება შემაკავებელი ორდერის ყველა შემთხვევაში გამოცემის უფლებაც და ვალდებულებაც.
ასევე, იარაღზე წვდომა, ასეთი დანაშაულების შემთხვევაში, პოლიციელმა შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად უნდა დაარეგულიროს და თქვას, შეეზღუდოს თუ არა აგრესორს იარაღზე წვდომა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის იარაღის წვდომაზე შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი.
როდესაც განისაზღვრება ძირითადი სასჯელი, მაგალითად ძალადობისთვის, მუქარისთვის, წამებისთვის, ცემისთვის, გაუპატიურებისთვის, ან სხვა, ასეთ შემთხვევაში, მოსამართლეს ეძლევა უფლება, რომ დამატებითი სასჯელის სახით ბრალდებულს იარაღზე წვდომა შეუზღუდოს დამატებით სასჯელად.
ასეთი დამატებითი სასჯელის მოხდა დაიწყება მას შემდეგ, რაც პირი გათავისუფლდება საპატიმროდან, ანუ მოიხდის სასჯელს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.