თეა წულუკიანი - მრავალი წელია, ცესკო აჩვენებს მაღალ პროფესიულ ხარისხს, კეთილსინდისიერების ნიმუშს და უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიან, გამჭვირვალე არჩევნებს
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი თეა წულუკიანი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის ხელმძღვანელს მადლობას უხდის.
წულუკიანის თქმით, მრავალი წელია, ცესკო უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს.
„პირველად მეძლევა შესაძლებლობა, რომ ცესკო-ს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ეს არ არის პირველი არჩევნები, უკვე მრავალი წელია, რაც ცესკო აჩვენებს მაღალ პროფესიულ ხარისხს, კეთილსინდისიერების ნიმუშს და უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს. მტრულად განწყობილი ძალები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიად გვევლინება, უკვე არაერთი წელია, თვითონ აყალბებენ დათვლის პროცესს, დათვლის შედეგებს და ამის ფონზე ცესკო მაინც ახერხებს, რომ იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ამასთან გვაქვს საქმე, როცა ცესკო ყველა ღონეს მიმართავს, რათა მაქსიმალურად ყველა ამომრჩეველმა, ვისაც აქვს საარჩევნო ასაკი, შეძლოს 26 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ქართველმა ხალხმა თქვას თავისი სიტყვა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და სამართლიან არჩევნებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.