თეა წულუკიანი - მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და თითოეული იუსტიციელიც მის მხარდაჭერას ვგრძნობთ
თეა წულუკიანი - მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და თითოეული იუსტიციელიც მის მხარდაჭერას ვგრძნობთ

მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მე აქ ვარ ნამდვილად გულწრფელი და ეს არ არის პროტოკოლური მადლობა, რადგან მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და თითოეული იუსტიციელიც მის მხარდაჭერას ვგრძნობთ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საჯარო რეესტრის ახალი სათაო ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა,მთავრობის მეთაურის მხრიდან სამინისტროსადმი მხარდაჭერა სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებში გამოიხატებოდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მე აქ ვარ ნამდვილად გულწრფელი და ეს არ არის პროტოკოლური მადლობა, რადგან მას შემდეგ, რაც ის გახდა მთავრობის მეთაური, მეც და თითოეული იუსტიციელიც მის მხარდაჭერას ვგრძნობთ. მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს სამინისტროსადმი – ეს არის სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ შემდეგ გვიადვილებს ხოლმე იმ დიდ შრომას, რომელსაც ვეწევით და ამიტომ, დიდი მადლობა ამისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.