თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა
იმედი მაქვს, რომ მომავალში რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი, ყოველთვის ორგანიზაცია და საზოგადოება იქნებიან ყურადღებით, რადგან მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, რომ დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა, – ასე უპასუხა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის თეა წულუკიანისადმი გამოთქმას შეეხებოდა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, სიძულვილის ენა არ უნდა იყოს პოლიტიკური კამპანიის ნაწილი.
„მე რადგან ვიყავი ამ დღეებში ამგვარი ტიპის გამოხდომების საგანი, მსხვერპლად თავს არ მივიჩნევ. ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ქალი, ვინაიდან ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში უნდა იყოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მომავალში, ყველამ იცოდეს, რომ არაუშვას, თუ თავს გესხმიან. მნიშვნელოვანია, ჩვენი საქმე გავაგრძელოთ და განსჯა მივანდოთ საზოგადოებას. ჩემი მხრიდან მნიშვნელოვნად მივიჩნევ, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, რომლებსაც ვერ დავაბრალებთ, რომ „ქართული ოცნების“ და ჩემი მხარდამჭერია, თავიანთი აზრი თქვეს და ეს ვფიქრობ არის კარგი. მანამდე, როცა „ქართული ოცნების“ ქალ პოლიტიკოსებს თავს ესხმოდნენ, იყო ხოლმე დუმილი. იმედი მაქვს, რომ მომავალში რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ქალი პოლიტიკოსი, ყოველთვის ორგანიზაცია და საზოგადოება იქნებიან ყურადღებით, რადგან მამაკაცებს ხანდახან სჩვევიათ, რომ დააკნინონ ქალები, რათა წარმოაჩინონ საკუთარი უპირატესობა, რომელიც კიევშია დაბუდებული, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის. 31 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ დიდი გამარჯვებას ხალხთან ერთად აჩვენებს ამ რეტროგრადულ და აგრესიულ ძალას, რომელიც უცხოეთიდან ებრძვის ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა წულუკიანმა.