თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომა დამაზიანებელი იყო არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ თავად გიორგი გახარიასთვისაც
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას პრემიერობიდან გადადგომა დამაზიანებელი იყო არა მხოლოდ გუნდისთვის, არამედ თავად გიორგი გახარიასთვისაც.
„გიორგი გახარიას გადადგომაზე მოკლედ შემიძლია გითხრათ ის, რაც მასაც გავუზიარე, როდესაც ბრიფინგი მოვისმინე – ეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდისთვის არის არასასიკეთო, არასწორი გადაწყვეტილება, მაგრამ რაც კიდევ უფრო დასანანი მგონია, პირადად გიორგი გახარიასთვის, მისივე ეს გადაწყვეტილება არის საზიანო და დასანანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ვინაიდან ეს ადამიანი აღარ არის პოლიტიკურ პროცესში, ეს დროებითია. თუ მუდმივად ასე იქნება, ჩვენ არ ვიცით. იმაზე მეტი კომენტარი, რაც გავაკეთე, მგონია ზედმეტი. თუკი ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესში, მერე უკვე მისთვის დასასმელ კითხვებს მას დავუსვამ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.