თეა წულუკიანი - მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თუ გახდა, ვიტყოდი, იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც არის მისი ადგილი
ასე თუ მოხდა, ვიტყოდი, რომ იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც არის მისი ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას არსებულ ინფორმაციაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილი გახდეს.
წულუკიანის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
„ამის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ასე თუ მოხდა, ვიტყოდი, რომ იგორა, იგორა და მიგორდა, სადაც არის მისი ადგილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ასევე ყოფილი პრეზიდენტისგან, მიხეილ სააკაშვილისგან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის შეთავაზება მიიღო.