თეა წულუკიანი - მაქვს მოლოდინი, რომ 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას წელს გამოაცხადებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პროგნოზით, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება წელს გამოცხადდება.
„ოპტიმისტური გათვლებით, მე, როგორც მხარეს, მოლოდინი მაქვს, რომ საქართველოს მიერ აგვისტოს ომის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ დავაზე არსებითი გადაწყვეტილება წელს გამოცხადდება. ხოლო თუ უფრო ნაკლებად ოპტიმისტები ვიქნებით, იმედი მაქვს, ეს აუცილებლად გაისად მაინც მოხდება“,- განაცხადა თეა წულუკიანი.