თეა წულუკიანი - ის, ვინც გასაგდებია, აგდებენ ხოლმე, ადეიშვილისგან უკეთესის მოლოდინი ჰქონდა მხოლოდ ნიკა მელიას, რომელსაც იმედი მწარედ გაუცრუვდა
ის, ვინც გასაგდებია, აგდებენ ხოლმე, – ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დასმულ კითხვას.
კერძოდ, წულუკიანმა კომენატრი გააკეთა ნიკა მელიას განცხადების იმ ნაწილზე, სადაც ის ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილმა და დავით კეზერაშვილმა ლევან ხაბეიშვილს მისი გაგდება დაავალეს და მანაც შეასრულა ეს დავალება.
„ამ ოდიოზური ფიგურებიდან, როგორიც ვანო მერაბიშვილი და ბატონი ადეიშვილი არიან, უკეთესის მოლოდინი არავის არ შეიძლებოდა, ჰქონოდა. უკეთესის მოლოდინი ადეიშვილისგან ჰქონდა მხოლოდ ნიკა მელიას, რომელსაც იმედი ძალიან მწარედ გაუცრუვდა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.