თეა წულუკიანი - იმედი მაქვს, საქართველოსთან მიმართებაში სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებზეც არის დაფუძნებული ევროკავშირი
თეა წულუკიანი - იმედი მაქვს, საქართველოსთან მიმართებაში სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებზეც არის დაფუძნებული ევროკავშირი

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მალე ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებებითაც ევროკავშირი დააფუძნეს თავის დროზე მისმა ფუძემდებელმა კაცებმა და ქალებმა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით მოლოდინი არის, რომ ეს გადაწყევტილება იქნება დადებითი.

„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება დადებითი, ვინაიდან ევროკავშირს მართავენ გონიერი ადამიანები, ეს ის ადამიანები არიან არიან, ვინც აგრძელებს ევროპის ფუძემდებლური მამების საქმეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რასაკვირველია, იმედი მაქვს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ძალიან მალე ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება იმ მოწოდების სიმაღლეზე, რა ღირებულებითაც ევროკავშირი დააფუძნეს თავის დროზე მისმა ფუძემდებელმა კაცებმა და ქალებმა“, – განაცხადა წულუკიანმა.