თეა წულუკიანი გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა
თეა წულუკიანი გრიბოედოვის თეატრის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა გრიბოედოვის სახელობის თეატრში გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, თეა წულუკიანმა თეატრის შენობა დაათვალიერა, ხელმძღვანელობისგან თეატრის საქმიანობისა და მის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თეატრის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს სახანძრო სისტემის გაუმართაობა, რაც თეატრის შენობის წინ სავაჭრო ცენტრის აშენებამ გამოიწვია და რის შედეგადაც თეატრში არსებული სახანძრო სისტემა მოიშალა. ამასთან, თეატრის შენობა არ არის შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული, რაც თეატრის ხელმძღვანელობის განცხადებით, ასევე დიდი გამოწვევაა.

თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობას პრობლემების გადაჭრაში მხარდაჭერა აღუთქვა იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც სამინისტროს აქვს.