თეა წულუკიანი - გიორგი გახარია ყოველთვის იყო მომხრე, 20-21 ივნისის მოვლენებზე ჭეშმარიტება დადგენილიყო, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს
თეა წულუკიანი - გიორგი გახარია ყოველთვის იყო მომხრე, 20-21 ივნისის მოვლენებზე ჭეშმარიტება დადგენილიყო, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს

გიორგი გახარია ყოველთვის იყო მომხრე, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო, როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა ჟურნალისტებთან, რომლებმაც მინისტრს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებებზე ჰკითხეს.

მისი თქმით, ყველა უნდა დაელოდოს გამოძიების დასრულებას.

კითხვაზე, გიორგი გახარიას გაპრემიერება გამოძიებას ხელს ხომ არ შეუშლის, მინისტრი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით არავითარი წუხილის საფუძველი არ არსებობდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

„როდესაც გიორგი გახარია იყო მინისტრი, მე შევსწრებივარ ბევრჯერ არასაჯარო საუბარს, ასევე მინახავს მისი საჯარო განცხადებები, არავითარი წუხილი, ეჭვი ჯერ კიდევ მაშინ იმასთან დაკავშირებით, რომ ის, როგორც მინისტრი რომელიმე მის თანამშრომელს უკანონოდ ხელს დააფარებდა, არ გამჩენია. პირიქით, ის ყოველთვის იყო მომხრე, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს.  მით უმეტეს ახლა, პრემიერობის პერიოდში, რა თქმა უნდა, მას უფრო გაცილებით მრავალმხრივი საზრუნავი აქვს, ვიდრე რომელიმე გამოძიებაში ჩარევის სურვილი შეიძლება იყოს. მით უმეტეს, რომ ამ სურვილის საფუძველი აქამდე არ ყოფილა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.