თეა წულუკიანი - გიგა ბოკერია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს რევოლუციით ემუქრება, დღეს პარლამენტარიც კი არ არის
თეა წულუკიანი - გიგა ბოკერია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს რევოლუციით ემუქრება, დღეს პარლამენტარიც კი არ არის

გიგა ბოკერია პოლიტიკურად არის არავინ, რადგან მის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში სამპროცენტიანი შედეგი აქვს, ხოლო მას იმ დიდ ოლქში, პრაქტიკულად ნულოვანი შედეგი აქვს, სადაც მან მაჟორიტარად კენჭი იყარა, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, „გიგა ბოკერია, რომელიც ქართულ სახელმწიფოს რევოლუციით ემუქრება ის ადამიანია, რომელიც დღეს პარლამენტარიც კი არ არის“.

„შესაბამისად, ის პოლიტიკურად არის არავინ და კარგი იქნება, თუ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ხმამაღლა გააგებინებს ამ პიროვნებას თუ პირს, რომ მას არ სურს, ამგვარი დესტრუქციული ქმედებები. საქართველოს ამომრჩეველმა არჩევნებში არა უთხრეს რევოლუციას, შესაბამისად, ერთადერთი რაც ახლა დარჩენილია, არის ამ კედლის იქით დარჩენილი ცარიელი სკამები, ვისაც უნდა, მობრძანდეს და დაბრძანდეს. ყველანაირი რევოლუციური მცდელობები არის განწირული, რადგან ამაზე სახელმწიფოს უმკაცრესი პასუხი ექნება, მაგრამ ალბათ, საქმე პასუხამდეც არ მივა, რადგან ეს არის არაფრის მაქნისების მუქარა“, – განაცხადა წულუკიანმა.