თეა წულუკიანი - ეუთო-ს მინისტერიალზე ბრიუსელიდან და აშშ-დან ჩავიდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, ოპოზიცია გვეუბნება, რომ არ უნდა ჩასულიყო ილია დარჩიაშვილი, ეს აჩვენებს, რომ მომართული არიან ქვეყნის საზიანოდ
ეუთო-ს მინისტერიალზე როდესაც ბრიუსელიდან და აშშ-დან ჩავიდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები და ოპოზიცია გვეუბნება, რომ არ უნდა ჩასულიყო ილია დარჩიაშვილი, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოპოზიცია მომართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რასაკვირველია, ილია დარჩიაშვილი უნდა ყოფილიყო თავის ევროპელ, ამერიკელ კოლეგებთან, პარტნიორებთან გვერდიგვერდ და დაეცვა საქართველოს ინტერესები.
„ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტერიალზე როდესაც ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები ბრიუსელიდან ჩავიდნენ, ასევე ჩავიდნენ აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირები და ოპოზიცია ჩვენ გვეუბნება, რომ იქ არ უნდა ჩასულიყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ეს კიდევ ერთხელ არის იმის ჩვენება, რომ ოპოზიცია მომართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.
ისინი რომ იყვნენ დღეს ხელისუფლებაში, გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც არაერთხელ გადაუდგამთ და რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს.
შესაბამისად, რასაკვირველია, ჩვენი მინისტრი და მთავრობის წარმომადგენელი ილია დარჩიაშვილი იქ უნდა ყოფილიყო თავის ევროპელ, ამერიკელ კოლეგებთან, პარტნიორებთან გვერდიგვერდ და დაეცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, როგორც ამას აკეთებენ სხვა დასავლური ქვეყნები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.