თეა წულუკიანი - სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, 2011 წელს, გამოძიების ფარგლებში არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა სათანადოდ
სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. ყინწვისის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, მოგვიწევს მას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩავურიცხოთ 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარებში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიცისი მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევების დადგენის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, 2011 წელს, გამოძიების ფარგლებში არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა სათანადოდ.
„გუშინ გამოქვეყნდა 2011 წელს ჩატარებული ე.წ. ყინწვისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ევროკონვენციის მესამე მუხლის მრავლობითი დარღვევები და მიიჩნია, რომ 2011 წელს მომჩივანი გოგუაძის მიმართ ჩადენილი იყო არაადამიანური მოპყრობის ფაქტი. ამისთვის მოგვიწევს მას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩავურიცხოთ 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარებში. ასევე დაადგინა, რომ 2011 წელს, გამოძიების ფარგლებში არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარდა სათანადოდ.
2012 წელს, როდესაც გამოძიება განახლდა საკმარისად სწრაფად არ წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ 16-17-18 წლებში მიმდინარეობდა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ვინაიდან დღემდე არ არის დასრულებული საგამოძიებო მოქმედებები, ეს არღვევს კონვენციის მესამე მუხლს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.