თეა წულუკიანი - ძნელია, დამალო გაოცება, როცა შალვა შავგულიძეს ე.წ. ნაცებთან ხედავ
ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომ ძნელია, დამალო გაოცება, როცა შალვა შავგულიძეს ე.წ. ნაცებთან ხედავ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ერთი და იგივე წარმოშობისა და იდენტობის პოლიტიკური ჯგუფია.
„ნაცი“, „ევროსაქი“ ერთი და იგივე წარმოშობისა და იდენტობის პოლიტიკური ჯგუფები არიან. დიახ, ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, მათთან შალვა შავგულიძეს რომ ვხედავთ, ძნელია, დამალო გაოცება. მე ათი წელი ვიმუშავე სტრასბურგის სასამართლოში. მონაწილეობა მაქვს მიღებული გირგვლინი-ენუქიძის საქმის მართვაში, გადაწყვეტილების შედგენაში. შემიძლია, სხვა საქმეებიც გავიხსენო, რომლებზეც დამიწერია გადაწყვეტილების პროექტები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ შალვა შავგულიძეზე და სანდრო გირგვლიანის საქმეზე 9 აპრილის ინტერვიუში ისაუბრა.