თეა წულუკიანი - ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ეხმაურება.
„ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, – წერს წულუკიანი.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა დღეს აღნიშნა, რომ ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო, მაგრამ ეს მისი განსასჯელი არ არის. „ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.