თეა წულუკიანი - დიდი მოთმინებით დაველოდებით დღეს, როცა ბრიუსელში მიღებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ
დიდი მოთმინებით დაველოდებით დღეს, როცა ბრიუსელში მიღებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი და სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას რეკომენდაციების შესასრულებალდ.
„ჩვენ ვთვლით თავაწეულნი, რომ ეს სტატუსი, რომლისკენაც ვისწრაფვით, ჩვენს ხალხს, სახელმწიფოს ეკუთვნის, თუკი ეს შეფასება იქნება კრიტერიუმებზე დაფუძნებული. თუკი ეს შეფასება იქნება პოლიტიკური, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანას ეს სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა სიტყვიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ამ გზაზე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად და დაველოდებით დიდი მოთმინებით იმ დღეს, როდესაც ბრიუსელში იქნება ჩვენი ქვეყნისადმი მიღებული ერთადერთი და ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.