თეა წულუკიანი - დავით ჭიჭინაძის ჩემდამი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო
თეა წულუკიანი - დავით ჭიჭინაძის ჩემდამი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის ჩემდამი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დავით ჭიჭინაძის „ქართლი ოცნებიდან“ გარიცხვის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო და ამ პროცესი თავად არ ყოფილა ჩართული.

„პარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე ამაში ჩართული არ ვყოფილვარ და მედიიდან შევიტყვე. ახლა, როდესაც ეს პროცესი დასრულდა შემიძლია, საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ არასოდეს არ მქონია შესაძლებლობა, დავით ჭიჭინაძესთან რაიმე საკითხზე მემუშავა. მას არ ვიცნობ, არც შევხვედრილვარ. შესაბამისად, მისი ჩემდამი ასეთი მწვავე კრიტიკა და აგდებული დამოკიდებულება ყოველთვის გასაკვირი იყო”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.