თეა წულუკიანი - დარწმუნებული ვარ, კვოტირების გაუქმებით ჩვენს პარტიაში არაფერი დააკლდება ქალთა მონაწილეობის მაღალ ხარისხს, რასაც „ოცნების“ საქმიანობის შედეგად ყველამ ერთად მივაღწიეთ
დარწმუნებული ვარ, კვოტირების გაუქმებით ჩვენს პარტიაში არაფერი დააკლდება ქალთა მონაწილეობის იმ მაღალ ხარისხს, რასაც „ქართული ოცნების“ საქმიანობის შედეგად ყველამ ერთად მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანს კითხვა დაუსვეს სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს.
„რა თქმა უნდა, ეს დასანანია, მაგრამ გასაგებია ის პრეისტორია და პოლიტიკური მიზეზები, რის გამოც აღნიშნული ინიციატივა წარმოიშვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტიაში, და იმედი მაქვს, სხვა პარტიებშიც, ამით არაფერი დააკლდება ქალთა მონაწილეობის იმ მაღალ ხარისხს, რასაც „ქართული ოცნების“ ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქმიანობის შედეგად ყველამ ერთად მივაღწიეთ“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.