თეა წულუკიანი - დამოუკიდებლობის დღე საკუთარი სისხლით მოვიპოვეთ, ჩვენი ერი ამაყად დგას ფეხზე, ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა იყოს მშვიდობა და წარმატებით გავერთიანდეთ ევროპულ ოჯახში
თეა წულუკიანი - დამოუკიდებლობის დღე საკუთარი სისხლით მოვიპოვეთ, ჩვენი ერი ამაყად დგას ფეხზე, ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა იყოს მშვიდობა და წარმატებით გავერთიანდეთ ევროპულ ოჯახში

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქართველ ხალხს 26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

წულუკიანის თქმით, საქართველომ დამოუკიდებლობის დღე საუკუნოვანი ბრძოლების შედეგად, საკუთარი სისხლით, ძალიან ბევრი დანაკარგით მოიპოვა და საამაყოა, რომ ჩვენი ერი დღესაც ამაყად დგას ფეხზე.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს დღეს, ასევე, ყველა იმ ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო არის სამშობლო, მინდა, მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ეს დღე ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი საუკუნოვანი ბრძოლების შედეგად, საკუთარი სისხლით, ძალიან ბევრი დანაკარგით და მით უფრო გვეამაყება, რომ ჩვენი ერი დგას ისევ ფეხზე, დგას ფეხზე ამაყად, დგას საკუთარი ენის, სარწმუნოებისა და კულტურის სადარაჯოზე და ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და წარმატებით გავერთიანდეთ იმ ევროპულ ოჯახში, რომელშიც არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი. მინდა, მთელ ერს გისურვოთ წარმატებები, ყველა ადამიანს, სადაც არ უნდა ბრძანდებოდეთ დღეს. ვინც ჩვენი ქვეყნის შვილია, გისურვოთ გამარჯვებები, წარმატება, ბედნიერება და ვინც აქ არ ბრძანდებით, სამშობლოში მალე დაბრუნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.