თეა წულუკიანი - ჩვენი მიზანია, წინასაარჩევნო კამპანია იყოს სრულად თავისუფალი ძალადობისგან და ვერბალური შეურაცხყოფისგან
ჩვენი მიზანია, რომ წინასაარჩევნო კამპანია იყოს სრულად თავისუფალი ძალადობისგან და ვერბალური შეურაცხყოფისგან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამ მუშაობა დაიწყო შესულია 24 განაცხადი.
„შემოსული ინფორმაციებიდან და განცხადებებიდან კვლავ ვართ სიტუაციაში, რომ ამ არჩევნებისთვის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ ოთხი შემთხვევა ეხებოდა სავარაუდო ძალადობის ფაქტს, რაც არის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი. ეს ოთხიც ჩვენთვის, კომისიისთვის ალბათ არის მაინც დიდი ციფრი, რადგან ჩვენი მიზანია, წინასაარჩევნო კამპანია იყოს სრულად თავისუფალი ძალადობისგან და ვერბალური შეურაცხყოფისგან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.