თეა წულუკიანი - ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო სტამბულის კონვენციას შეუერთდა
ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველომ მოახდინა სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქალთა უფლებები უფრო მაღალ ხარისხში ავიდა და მათ მიმართ ძალადობასთან ბრძოლა გააქტიურდა.
„ჩვენ ამისთვის შარშან შემოგთავაზეთ საკანონმდებლო ცვლილებები და ეს პაკეტი მალე იქცა კანონად, რამაც ძალადობასთან ბრძოლა უფრო ეფექტური გახადა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი – ქალები, ბავშვები, მამაკაცები – იქნებიან უფრო დაცულნი. ამ მხრივ საკანონდებლო მუშაობა გაგრძელდება“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.