თეა წულუკიანი - ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ ის, რაც არის ჩვენი ტერიტორია, იყოს ჩვენი ტერიტორია, გავამყაროთ ურთიერთობები მოძმე აზერბაიჯანთან და დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ ის, რაც არის ჩვენი ტერიტორია, იყოს ჩვენი ტერიტორია, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო იცავს კულტურულ მემკვიდრეობას, რომლის ერთ -ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის დავით გარეჯი.
„მინდა, კიდევ ერთხელ სინდისთან და სამშობლოსთან მწყრალად მყოფ ადამიანებს, მათ რიცხვში ყველაზე დიდი უმეტესობა წარმომადგენლობითობის მხრივ არიან სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ გარეჯი საქართველოა, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს, რომ ის, რაც არის ჩვენი ტერიტორია, იყოს ჩვენი ტერიტორია, რომ შევინარჩუნოთ, გავამყაროთ კიდევ უფრო მეტად ის სამაგალითო, კეთილმეზობლური ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, რაც გვაკავშირებს ჩვენს მოძმე სახელმწიფო აზერბაიჯანთან და იმავდროულად, დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ტერიტორიები, სარწმუნოება და ამ სარწმუნოების სიმბოლოები, რომლის ერთ -ერთი თვალსაჩინო მაგალითი არის დავით გარეჯი“, – განაცხადა წულუკიანმა.