თეა წულუკიანი - ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს თავისუფალი არჩევნები მოუტანა და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ ოქტომბერში
მე, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, აბსოლუტურად არავისგან, არც ქვეყნის შიგნით, არც გარედან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოში თავისუფალი არჩევნები დაამკვიდრა და კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს აჩვენებენ მომავალ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.
„მე, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, და დარწმუნებული ვარ, იგივეს იტყვის ამ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი, აბსოლუტურად არავისგან, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარედან არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ. მე ვიცი ერთი, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ამ ქვეყანას მოუტანა თავისუფალი არჩევნები. ამ ქვეყანაში ჩვენ არაერთხელ ჩავატარეთ, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები, კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს ვაჩვენებთ 2020 წლის ოქტომბერში“, – აღნიშნა წულუკიანმა.