თეა წულუკიანი - ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავარია ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გვაჩვენებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი, იმყოფებოდეს იქ, სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში, ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავრია ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება იმ პირობებში, რა პირობებში ჩვენი ქვეყანა იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ კონკრეტული აქცენტები დასვა იქ, სადაც აქცენტების ადგილი იყო.
„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, ის რომ ჩვენი მომავალი, პოლიტიკური მმართველი ძალისა და ოპოზიციური ძალებისა არის 2020 წლის არჩევნები, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში და იქნება შერეული მოდელით. ამიტომაც, ალბათ, ქუჩაში სირბილის ნაცვლად თუ კი ამის რესურსი ამ ძალებს შემორჩათ, დროა, ყველამ დავიწყოთ არჩევნებისთვის მზადება. ერთადერთი, რაც ყველას გვაქვს, არის მომავალი წლის შერეული მოდელით არჩევნები და საზოგადოებას თუ აქვს კითხვის ნიშანი, ის „ქართული ოცნებას“ ამ კითხვის ნიშანს, სწორედ საარჩევნო ურნასთან დაუსვამს. მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ინტერვიუ მთლიანად გვაჩვენებდა იმას, რაც არის და ვინც არის ბიძინა ივანიშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს პირადი ინტერესი იმყოფებოდეს იქ სადაც არის, ანუ მმართველი ძალის სათავეში. ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც მთავრია ქართული სახელმწიფოს სწრაფი განვითარება იმ პირობებში, რა პირობებშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. ეს არის ოკუპაცია და ეკონომიკური პრობლემები, ნომერ პირველი პრობლემა დასაქმება, რომელზეც იყო საკმაოდ სიღრმისეული საუბარი ამ ინტერვიუს დროს. მნიშვნელოვანი აქცენტი გახლდათ ის, რომ კედელზე რტყმას არ აქვს აზრი, პარტიებმა არჩევნებზე იზრუნონ და ვერანაირი ხელშეშლა, ვერ მთავრობის და ვერც პარლამენტის მუშაობაში, ეფექტური ვერ იქნება. რაც მალე გავიგებთ ამას ყველა ერთად, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნისთვის იქნება უკეთესი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.