თეა წულუკიანი - არჩევანი კეთდება არა ჩხუბისას ქუჩაში, არამედ ცივილურ გარემოში, საარჩევნო ურნასთან
არჩევანი კეთდება არა ჩხუბისას ქუჩაში, არამედ მშვიდ, ცივილურ გარემოში საარჩევნო ურნასთან, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, არჩევანი გააკეთოს თავისუფალ პირობებში.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის არჩევნებზე საარჩევნო კოდექსი უწყებათაშორისი კომისიის შექმნას არ ითვალისწინებდა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და როგორც უწყებათაშორისი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ყველა მხარეს, ყველა კანდიდატს მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევანი კეთდება არა ჩხუბისას ქუჩაში, არამედ მშვიდ, ცივილურ გარემოში, საარჩევნო ურნასთან. უნდა მივცეთ ერთმანეთს საშუალება, რომ მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი გააკეთოს თავისუფალ პირობებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.