თეა წულუკიანი - არასრულწლოვნის პროსტიტუციაში არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა  დასჯადი გახდება
თეა წულუკიანი - არასრულწლოვნის პროსტიტუციაში არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა დასჯადი გახდება

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არასრულწლოვნის არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა პროსტიტუციაში დასჯადი გახდება.

წულუკიანის თქმით, ეს ცვლილება ბავშვებს ამგვარ საქმიანობაში ჩაბმისგან დაიცავს.

„სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდება არასრულწლოვნის პროსტიტუციაში ჩაბმა, მისი წაქეზება და ამ საქმიანობაში ჩაბმა არაძალადობრივი მეთოდებით. დღეს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ბავშვის პროსტიტუციაში ჩაბმას, თუ ეს კეთდება ძალადობით, მაგრამ თუ ეს არ კეთდება ძალადობით, მაგალითად, მათ შორის, ჩვენს დედაქალაქში კლუბებში, ბარებში ხდება არასრულწლოვნების პროსტიტუციაში ჩაბმა ყოველგვარი მათზე ძალადობის განხორციელების გარეშე, ეს ქმედება დღემდე არ იყო რეგულირებული სისხლის სამართლის კოდექსით და პოლიციელი და პროკურორი რეალურად იყვნენ ბერკეტს მოკლებული.

ეს შეიცვლება და დღეიდანვე უკვე, მოვუწოდებთ სხვადასხვა გასართობი დაწესებულებების მმართველებს, რომ ეს მიიღონ მხედველობაში, რადგან არასრულწლოვნის, თუნდაც არაძალადობრივი მეთოდით ჩაბმა პროსტიტუციაში იქნება დასჯადი.

ეს მისცემს სერიოზულ ბერკეტებს პოლიციას, რომ ებრძოლოს პროსტიტუციას ყველა თავისი ფორმით და გამოვლინებით, მათ შორის, ე.წ. სუტინიორობის გზითაც. ეს ცვლილება ჩვენს ბავშვებს დაიცავს ამგვარ საქმიანობაში ჩაბმისგან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.