თეა წულუკიანი - არაერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ძალიან ბევრ კითხვას ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ პასუხი გასცა
თეა წულუკიანი - არაერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ძალიან ბევრ კითხვას ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ პასუხი გასცა

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარტია „ქართული-ოცნება დემოკრატიული“ საქართველოს თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ ძალიან საინტერესო იყო. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ივანიშვილის ინტერვიუმ ძალიან ბერვ კითხვას პასუხი გასცა.

„ეს იყო ძალიან საინტერესო იტერვიუ. ჩემს გარშემო არაერთმა საზოგადოების წევრმა მითხრა, რომ ძალიან ბევრ კითხვას ამ ინტერვიუმ გასცა პასუხი და რომ ის ბევრი სრულიად უსაფუძვლო ბრალდება, რომელიც ისმოდა ხოლმე ივანიშვილთან მიმართებაში, ამ ბრალდებებს გაეცა აბსოლუტურად საჭირო, ამომწურავი და საინტერესო პასუხები.

ვფიქრობ, ასეთი კომუნიკაცია და ასეთი ინტერვიუები არამხოლოდ მისი მხრიდან, არამედ გუნდის ნებისმიერი წევრის მხრიდან არის აუცილებელი ჩვენს საზოგადოებასთან და როდესაც მაგალითად ბიძინა ივანიშვილზე, მის მიერ ნაკეთები არაერთი მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი ქვეყნის საქმეების კეთებისა, მასზე ხდება უსაფუძვლო დარტყმები, მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებმა საზოგადოებასთან ვიქონიოთ უფრო მეტი კომუნიკაცია იმისთვის, რომ დარტყმების პრევენცია მოხდეს ან დარტყმების შემთხვევაში საზოგადოებას ჰქონდეს პასუხები“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ პირველი არხის გადაცემაში, „აქტუალური თემა“ გავიდა.