თეა წულუკიანი - აღარ მეგონა, თუ ოპოზიცია ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა ოპოზიცია
თეა წულუკიანი - აღარ მეგონა, თუ ოპოზიცია ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა ოპოზიცია

სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა ვადამდელი არჩევნების თაობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„ოპოზიცია თუ ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, აღარ მეგონა. არ ვიცოდი, როგორც ჩანს, გამომრჩა. რასაკვირველია, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა, რომ არის ოპოზიცია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად.