თეა წულუკიანი - აფგან მუხთარლის საქმეზე თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ის წინასწარ განწირულია უშედეგობისთვის
თეა წულუკიანი - აფგან მუხთარლის საქმეზე თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ის წინასწარ განწირულია უშედეგობისთვის

აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ვერ იქნება უფრო ეფექტური, ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურატურა და პროკურატურა ზოგადად“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

„თუკი ასეთი კომისია შეიქმნება, ის წინასწარ არის განწირული უშედეგობისათვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

9 თებერვალს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართა.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხტარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ არ აღიარებს.