თეა წულუკიანი - 2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის, ბატონი დავით აღმაშენებლის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი თავზე ჩამომენგრა 
თეა წულუკიანი - 2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის, ბატონი დავით აღმაშენებლის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი თავზე ჩამომენგრა 

2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის, დავით აღმაშენებლის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი თავზე ჩამომენგრა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

მისი თქმით, სახურავის ჩამონგრევის დროს ადამიანები შემთხვევით გადარჩნენ.

„2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე. ბატონმა დავით აღმაშენებელმა ეს იუსტიციის სახლი ისე ააშენა, რომ იმ პეტალებში, რომელიც სახურავია, შიგნით აქვს ჰაერი, ჩატოვეს არმატურები. ქარის პირობებში ეს ნაგავი იმხელა ვიბრაციას იწვევდა, რომ სახურავი ჩამოვარდა. ადამიანები შემთხვევით გადარჩნენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.